25-26 აგვისტოს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 აგვისტოს 09:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს იალღუჯის დასახლებაში, სოფლებში ლეჟბადინი, ქურთლიარი, პირველი და მეორე ქესალო, კირაჩ-მუღანლო, კაპანახჩი.

26 აგვისტოს 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში არხოტი, ნაპილნარი, შეხვეტილა, პატარა ნამტვრიანი, ჯვრისხევი, ზემო ჭინჭრიანი, მანგლისი, კოდის წყარო.

26 აგვისტოს 12:00-დან 15:30 საათამდე – აბონენტებს წალკაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.