346 -მდე დაკავებული- მოსკოვში აქციაზე ჟურნალისტები და უცხოელი ტურისტები დააკავეს

მოსკოვში აქციაზე დაკავებულების რაოდენობა 346 -მდე გაიზარდა. პოლიციამ ჟურნალისტები და უცხოელი ტურისტებიც დააკავა .

სამართალდამცავებმა პუშკინის მოედანი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაწმინდეს. მოედანს ამ დროისთვის პოლიციის კორდონი იცავს.

აქციის დაშლისას დაშავდა „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი პიოტრ კოზლოვი. ხოლო ტელეარხ „დოჟდის“ კორესპონდენტი ვლადიმირ რომენსკი და „ვედომოსტის“ კორესპონდენტი ელენა ვავინა დააკავეს. პუშკინის მოედანზე ასევე დააკავეს უცხოელი ტურისტი. მოედან „ტრუბნოიზე“ დააკავეს „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი ალბუროვი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ველოსიპედით იყო, ველოსიპედიანად ჩასვეს პოლიციის ავტობუსში.