„Fast and Furious 9“ -ის გადაღებები-რუსთავსა და თბილისში გადაღებების გრაფიკი ცნობილია

ჰოლივუდის კინო მწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ -ის გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მოძრაობის სქემა და გზის გადაკეტვის გრაფიკები მერიაში წარდგენილი არ არის. რაც შეეხება რუსთავს, როგორც tv4-ს მერიაში განუცხადეს,ადმინისტრაციაში შესაბამისი წერილი ჯერ-ჯერობით არ შესულა.

გადაღებების გრაფიკთან დაკავშირებით ინფორმაციას შპს “ენკენი ფილმს ფფ9” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისისა და რუსთავის ქვემოთ ჩამოთვლილი ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება:

18 აგვისტო – 27 აგვისტო: ვაჟა-ფშაველას გამზირი
26 აგვისტო – 3 სექტემბერი: რუსთაველის გამზირი
2-7 სექტემბერი: რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
6-7 სექტემბერი: თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა
8-16 სექტემბერი: ბესარიონ ჟღენტის და ავთო ვარაზის ქუჩები, ნუცუბიძის მე-4 პლატო.
16 სექტემბერი: უნივერსიტეტის ქუჩა.

tv4-ის ინფორმაციით, რუსთავში გადაღებებისთვის შემდეგი მისამართები შეირჩა:
თოდრიას ქუჩა, ბაზრობის ტერიტორიაზე , მე-12 , მე-16 მიკრორაიონების გზები და აღმაშენებლის ქუჩა.

აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

“შპს “ენკენი ფილმს ფფ9-მ” -ში აცხადბეენ, რომ პრესრელიზში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები და განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცლეებენ.