tv4-ს მოქალაქეებმა მიმართეს-როდის გაიხსნება ავტობანის გადაკეტილი მონაკვეთები?!

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით tv4-ს მოქალაქეებმა მიმართეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ  გარკვეული მონაკვეთები  გადაკეტილია,თუმცა სამუშაოები არ მიმდინარეობს. მათი თქმით, გადაკეტილი გზა ხშირ შემთხვევაში საცობის გამომწვევი მიზეზი ხდება.

Tv4 საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუკავშირდა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რუსთავიდან ფონიჭალის დასახლებამდე არსებული  და რესტორან ,,მარაბდიდან“ თბილისისკენ მიმავალ  მონაკვეთებზე რიგი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ ,ჯამში 3 100 მეტრი სიგრძის გზაზე  ამ ეტაპზე ,ბორდიურების,ხელოვნური ნაგებობების  და  საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები ტარდება.

პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება , შესაბამისად გზა ორმხრივად  პროექტის დასრულების შემდეგ გაიხსნება.