„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტები გაიფიცნენ-1500 რეისი გადაიდო

„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტებმა მასშტაბური გაფიცვა დაიწყეს. ორდღიანი გაფიცვების შედეგად, რომელიც ორშაბათს დაიწყო და სამშაბათის ჩათვლით გაგრძელდება, დღეში 850-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდება. გაფიცვა ერთი დღის განმავლობაში ავიაკომპანიას 44.5 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს მიაყენებს.

როგორც ცნობილია, პილოტების გაფიცვის მიზეზი ანაზღაურების შესახებ დავაა. ვარაუდობენ, რომ პილოტების გაფიცვის გამო 280 ათასი მგზავრი დაზარალდება

“ბრითის ეარვეისის” განცხადებით, რამდენიმეთვიანი მცდელობების შედეგად, ხელფასების საკითხი ვერ მოგვარდა.

როგორც პილოტების ასოციაციაში აცხადებენ, ავიაკომპანიამ თავისი მოგების გარკვეული წილი მფრინავებს უნდა გაუზიაროს, ვინაიდან პილოტები რთულ პერიოდში მათთვის ანაზღაურების შემცირებას ღირსეულად შეხვდნენ. ამ დროისთის ავიაკომპანიას მაღალი შემოსავალი აქვს და პილოტები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.