დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გემში 1,3 ტონა ჰეროინი იპოვა

ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ნარკოდანაშაული დიდ ბრიტანეთში – ხელისუფლებამ გემში 1,3 ტონა ჰეროინი იპოვა, რომლის ღირებულება 148 მილიონი დოლარია.

დიდი რაოდენობით ნარკოტიკი პირსახოცებსა და აბაზანის ხალათებში იპოვეს. გემი ბელგიის პორტ ანტვერპენში ფელიქსთოუს პორტის გავლით მიდიოდა.

პოლიციის ოფიცრებმა 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ გემის კონტეინერი ნარკოტიკებისგან დაცალეს, 1 სექტემბერს გემი ანტვერპენიდან როტერდამში, ნიდერლანდებში გადაიყვანეს, სადაც ჰოლანდიისა და ბელგიის სამართალდამცავებმა 4 დამნაშავე დაიჭირეს.