მამაკაცმა მეზობელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა

მკვლელობა თინეთში-35 წლის მამაკაცმა მეზობელი მოკლა. შემთხვევა თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მამადაანებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  35 წლის მამაკაცმა მეზობელი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. 

ზურაბ მამადაშვილმა კარის მეზობელ ოლეგ მამადაშვილს ჯერ ზურგის არეში დანა, შემდეგ თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა. დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.