მე-4 საჯარო სკოლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე. მე-4 საჯარო სკოლის ჭიშკარს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა . tv4-ის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს,თუ როგორ დაზიანდა შეჯახების შედეგად  სკოლის ჭიშკარი. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ავტომობილის მძღოლი.

Update: სკოლის ტერიტორიაზე სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიცია სკოლის ადმინისტრაციამ გამოიძახა.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.