პრაქტიკოს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია იწყება

პრაქტიკოს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია დღეიდება იწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდზე: www.naec.ge ან online.naec.ge.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიის ინფორმაციით , პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს, როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.