რუსთავში დაკარგული მამაკაცი სახლში დაბრუნდა

რუსთავში დაკარგული მამაკაცი სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა თამაზაშვილი დღეს დილის საათებში, ოჯახში ჯანმრთელი დაბრუნდა.

შეგახსენებთ, მამაკაცს ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-მ შეტყობინების საფუძველზე ძებნა დაიწყო.