რუსთავში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნა იგეგმება

რუსთავში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიქმნება,რომელიც მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით,ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას მიაწვდის- ამის შესხებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ცენტრი თბილისში უკვე ფუნქციონირებს და მისი გახსნა, დედაქალაქის მსგავსად რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში იგეგმება.
გომელაურის ინფორმაციით,საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს ,რომლის ფარგლებშიც ძალოვან უწყებაში სხვადასხვა მიმართულებების, მათ შორის ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიის გაუმჯობესება იგეგმება.