სუსი-საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედება სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედება სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის მოსახლეობას .

მათივე განმარტებით, საოკუპაციო ძალები უკანონო სამუშაოებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ორ ლოკაციაზე აწარმოებენ.

„საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ ორ ლოკაციაზე, ხოლო ოკუპირებულ სოფელ წნელისში განთავსებულია საოკუპაციო ძალების ე.წ. „საგუშაგო“. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს“, – აღნიშნავენ სუს-ში.

უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.