საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან ანგარიშით 9:36 დამარცხდა. შეხვედრას ედინბურგი მასპინძლობდა.

ბორჯღალოსნებმა მატჩი საბოლოოდ ბოლო 15 წუთში დათმეს. წინა თამაშში, რომელიც 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართა, ასევე შოტლანდიელებმა გაიმარჯვეს. ქართველი მორაგბეები ანგარიშით 10:44 დამარცხდნენ.

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, წინ უკვე მსოფლიო თასია, რომელიც 20 სექტემბერს იწყება, ხოლო საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში, 23 სექტემბერს უელსს დაუპირისპირდება.