სეს-ი ცხოველთა სასაკლაოებს ამოწმებს-4 ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა

სეს-ი ცხოველთა სასაკლაოებს ამოწმებს-4 ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა

 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე თვეში ცხოველთა სასაკლაოები ქვემო ქართლის რეგიონში შეამოწმეს-ამის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირებისას 4 ობიექტზე (შპს “ანგელი”, შპს “ალალი 2015”, შპს “ფენიქს მით ენდ ფოლთრი”, ი/მ ხაიალ ქარიმოვი)  კრიტიკული შეუსაბამობები აღინიშნა.კერძოდ, დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ორ სასაკლაოს – შპს “ანგელს” და ი/მ ხაიალ ქარიმოვს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.

 როგორც სააგენტოში აცხადებენ,ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებში კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. წელს 290 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, რის შედეგადაც 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

.