სოფელ ლესიჭინეში საცხოვრებელი სახლი იწვის

ჩხოროწყუში,სოფელ ლესიჭინეში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, რის შემდეგაც სახლზე გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.