ტეხასში სროლისას ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა

ტეხასის შტატში სროლის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.
ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლისას მოკლეს. ის 30 წლის მამაკაცია. ინციდენტი ქალაქ მიდლენდსა და ოდესაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ჯერ მსუბუქი ავტომობილიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი აშშ-ის ფოსტის კუთვნილი სატვირთო გაიტაცა და სროლა განაგრძო.

მომხდარს აშშ-ს პრეზიდენტი დოლანდ ტრამპი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს და მუშაობაში სამართალდამცავები სრულად არიან ჩართული.