ავტომაგისტრალზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა (+ფოტო)

ავტომაგისტრალზე ქალაქ გორის სიახლოვეს ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-დან  შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გამოცხადდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. შემთხვევის ადგილზე, ასევე, გამოცხადდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი.

მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა. შემთხვევის ადგილზე, 20 მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.