აქცია ე.წ “სტამბოლის” ბაზრის ტერიტორიაზე (+ფოტო)

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთავში, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასაქამებულები , სავაჭრო ფართებზე ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ , გადასახადი შესაძლოა 9 ლარი გახდეს, თუმცა ისინი გაზრდილი თანხის გადახდას არ აპირებენ. მათი თქმით ამ დრომდე, გადასახადი 7 ლარი იყო , ახლა კი ადმინისტრაციამ ეს თანხა გაზარდა, რისი გადახდის ფინანსური რესურსიც კი როგორც თანამშრომლები ამბობენ მათ არ აქვთ.