ახალგაზრდა ქალს გაუპატიურების მიზნით ,თავს მამაკაცი დაესხა

ქუთაისში, ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქალს სახლში შეუვარდა და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ,გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი მამაკაცი.