გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება.მისი თქმით, მიმდინარე წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის.

მისივე ინფორმაციით, უპირველესად რისკ ჯგუფებში შემავალი მოქალაქეები აიცრებიან.

,,ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან გროვდება სიები ადამიანებისა, ვინც წელს უნდა აიცრან გრიპზე გეგმურად. წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის. პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. გრიპის სეზონი ევროპაში და ჩვენთანაც იწყება მეორმოცე კვირიდან, დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.