ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.შსს-ს ცნობით , საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პარლამენტის შენობასთან აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა.