ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა-დაშავდა ორი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში.