ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამშენებლო კომპანია X2-ის ეზოში მოხდა.

დაშავებულია ორი მამაკაცი, მათ შორის, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს, მეორე კი ჯერ-ჯერობით ადგილზეა.

თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება.ადგილზე აღმოჩენილია იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ გასროლა განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.