თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

შსს-ში ფაქტს ადასტურებენ.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

წყარო:ინტერპრესნიუსი