კამერული ოპერა ,,ტელეფონი” რუსთავის დრამატულ თეატრში

რუსთავში ,პროექტის „ოპერა რეგიონებში“ ფარგლებში,კამერული ოპერა “ტელეფონი” გაიმართა. ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი“ ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ვენის „ფოლქსთეატრის“ მცირე სცენაზე დადგა, მანამდე კი ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი ლონდონში „სალონურ ოპერაში“ და ბრატისლავაში „ზიჩი პალასში“ იყო წარმოდგენილი.

სპექტაკლში რამდენიმე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები: ვენიდან (ავსტრია) სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, აგრეთვე ჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან.

საქართველოდან ოპერაში მონაწილეობენ ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი და ჩელისტი გიორგი კიკაბიძე.

საოპერო წარმოდგენები რეგიონებში 11 სექტემბრიდან დაიწყო და პირველი სპექტაკლი ქალაქ ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კამერული ოპერის ტური რეგიონებში 24 სექტემბერს ახალქალაქში, კულტურის სახლში დასრულდება.

პროექტი „ოპერა რეგიონებში“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.