რუსთავში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსთავში, კოსტავას, ბათუმის და ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლების ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ელექტროოენერგიის დროებით შეწყვეტის მიზეზი ბათუმის ქუჩაზე დაზიანებული ფიდერი გახდა. როგორც tv4-ს ,,ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს,ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები , რის შედეგადაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება.