ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, +109 კგ. წონითი კატეგორიაში მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ მორიგი წარმატება მოიპოვა.

ატაცში ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი 264 კგ. დაძლია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.