მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი დაკავებული  თანამდებობიდან გაათავისუფლეს .

ყოფილი დირექტორის,არსენ დემეტრაშვილის ინფორმაციით , თანამდებობის დატოვება მშობლის მიერ  დაწერილ საჩივრებს უკავშირდება. დემატრაშვილის განმარტებით,   მას  ორი გაფრთხილება მიეცა , რის შემდეგაც განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა .

ყოფილი დირექტორი გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და  სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

tv4  მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც ესაუბრა  ,  მისი  განცხადებით , ის საქმიანობას 26 აგვისტოდან შეუდგა და დირექტორის გათავისუფლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს  .