,,მთავარ არხს” საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიენიჭა

5 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა.

შეგახსენებთ,კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა.

მას შემდეგ, რაც კომისიამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა , რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა