მთავრობის პროგნოზი – 2020 წლის ბიუჯეტი ცნობილია

სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის პროექტის მიხედვით, მთავრობამ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ით განსაზღვრა.ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია.

რაც შეეხება შემოსულობებს, 2020 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია 14,040 მილიარდი ლარის მობილიზება.

საგადასახადო შემოსავლები 10,320 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, გრანტები 200 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლები 515 მილიონი ლარი.

გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა კი 14,211 მილიარდი ლარია. 2020 წელს მთავრობა 1,855 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. საშინაო ვალი 900 მილიონი ლარით გაიზრდება.

პროექტის თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი მშპ-ის 45%-ს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს) მიაღწევს. კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% -ია.

2020 წლის ბოლოსთვის, სახელმწიფო ვალის მოცულობა 22,681 მილიარდი ლარის დონეზე განისაზღვრა, აქედან სახელმწიფო საგარეო ვალი 17,711მილიარდი ლარია, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი 4, 970 მილიარდი ლარი.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის სარეზერვო ფონდი მცირდება. ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.98 ლარის ნიშნულზე ჩაიდო

სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის პროექტი საქართველოს პარლამენტში მთავრობამ დღეს წარადგინა. პროექტი პარლამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.