მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე ზაზა სარალიძე იკითხება

მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე დაზარალებული მხარე ზაზა სარალიძე იკითხება. რაზე ისაუბრებს მოკლული დავით სარალიძის მამა სასამართლო სხდომაზე,დაზარალებულს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ზაზა სარალიძე აპირებს ისაუბროს ყველა იმ დეტალზე, რომელზეც მას აქვს შვილის მკვლელობასა და მომხდარში მიხეილ კალანდიას შემხებლობაზე.

დაცვის მხარე ითხოვს, რომ სხდომები საჯარო გახდეს. ნესტან ლონდარიძის განცხადებით, დაზარალებული მხარის პოზიცია უცვლელია, დაისაჯონ და პასუხი აგონ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც საქმის გამოძიებაში და წარმოებაში ჩართულები იყვნენ.

მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომების გახსნას ითხოვს დაკავებულის ადვოკატიც. ზურაბ თოდუა აპირებს, დაზარალებულ მხარეს, ზაზა სარალიძეს მომხდართან დაკავშირებით კითხვები დაუსვას დღევანდელ სხდომაზე.