#ოთოსთვის -კამპანიის ფარგლებში საქველმოქმედო ღონისძიება იმართება

#ოთოსთვის -ასე ჰქვია კამპანიას ,რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. 23 წლის რუსთაველ მამაკაცს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მას ანაფლაზიური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა დაუდგინეს . ოჯახის ახლობლების ინფორმაციით , საჭიროა Pet-CT კვლევა თურქეთში, რომლის ღირებულება პირველ ეტაპზე, 800 დოლარია, ასევე მამაკაცს ,სასწრაფოდ ესაჭიროება ქიმიოთერაპია. მკურნალობის ღირებულება 25 000 დოლარს შეადგენს .

აღნიშნულთან დაკავშირებით , სოციალურ კაფე “კაფუნე”-ში საქველმოქმედო ღონისძიება იმართება . საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად ახალგაზრდა მამაკაცის მკურნალობას მოხმარდება.

საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, ოთოს და მისი მეგობრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და flea market იმართება. ღონისძიებაში მონაწილეებისთვის მუსიკალურ ნომრებს ცოტნე გელოვანი და ჯგუფი “killages” შეასრულებენ. მოგვიანებით კი მსმენელისთვის , ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი გიგა არაბული დაუკრავს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეების მიღების მსურველები თანხის ჩარიცხვას მითითებულ ანგარიშზე შეძლებენ :GE88TB7140245063600030 მიმღები ეთერ გორგიშელი