პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყება.

მათივე ინფრომაციით, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge. არის შესაძლებელი.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი, მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესი ნოემბერში დაიწყება.

ცენტრის რეკომენდაციით, აუცილებელია პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს აუქმებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 17 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.