“რუსთავქალაქობა 2019” 20 სექტემბერს გაიხსნება

,,რუსთავქალაქობა 2019″ -ის პროგრამა ცნობილია. როგორც tv4-მა გაარკვია, ღონისძიებები წელს 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რუსთაავქალაქობის აღნიშვნა 20 სექტემბერს ფერების ფესტივალით დაიწყება. 21 სექტემბერს, რუსთაველებს შესაძლებლობა ექნებათ ეთნოფესტივალს დაესწრონ,რომელიც კულტურისა და დასვენების პარკში , ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

22 სექტემბერს ,,რუსთავქალაქობის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, ცენტრალურ პარკში ქართული მუსიკის ფესტივალი , ამფითეატრში ჩატარდება.