რუსთავში დღეს საჯარო სკოლებში 2 045 პირველკლასელი იწყებს სწავლას

ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას, რაც შეეხება რუსთავს , როგორც  საგანმანათლებლო “რესურსცენტრში” tv4-ს განუცხადეს, საჯარო სკოლებში სწავლას 2 045  პირველკლასელი იწყებს.

მათვე ინფორმაციით, ჩარიცხვები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.

საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და  მყარი დისკის მოცულობა, რაც საშუალებას იძლევა, თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები ჩაიტვირთოს.

ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“.

საერთო ჯამში, შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული, სულ საერთო ღირებულებით 20 078 540.73 ლარი. ამასთან, სამინისტროს მხრიდან შესყიდულია და დარიგებულია 55 000 „ბუქი“.შესაბამისად ,რუსთავში 2 045 ბუქი გაიცა.

არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ითარგმნება ახალი სახელმძღვანელოები აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მოსწავლეებს დაურიგდებათ 112-ის სანიშნეები საკონტაქტო ინფორმაციითა და მცირე ინსტრუქციით.