რუსთავში საოჯახო ტიპის ფსიქიკური დაწესებულება აშენდება

რუსთავში საოჯახო ტიპის ფსიქიკური დაწესებულება აშენდება-ამის შესახებ tv4-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს რუსთავში საოჯახო ტიპის, 25 საწოლზე გათვლილი დაწესებულების აშენება იგეგმება,რომელიც გაზაფხულამდე დასრულდება.

მათივე ინფორმაციით,პროექტები ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება.ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ  2020 წელს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება სამი მილიონით გაიზრდება და 27 მილიონი ლარი გახდება.გაზრდილი დაფინანსება ძირითადად სწორედ საოჯახო ტიპის დაწესებულებების აშენებას მოხმარდება. პროექტები რუსთავის მსგავსად, კახეთის რეგიონშიც განხორციელდება.