რუსთავში ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრა გაიმართა

ფერეიდნელმა ქართველებმა,რომლებმაც  წინაპრების ისტორიული გზა  1400 კილომეტრი ირანიდან ფეხით გამოიარეს და  საქართველოში ჩამოვიდნენ, რუსთავში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას რუსთავის მერი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელები და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ესწრებოდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკაში  მცხოვრები ქართველების წინაპრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: ერწო-თიანეთიდან, კახეთ-ქიზიყისა და დღევანდელი საინგილოს ტერიტორიიდან, დაახლოებით ოთხასი წლის წინ გადაასახლეს.

ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა ქართული ენა და ადათ-წესები დღემდე შეინარჩუნეს. ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.