რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების დასრულების თარიღმა ერთი დღით გადაიწია

რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების დასრულების თარიღმა ერთი დღით გადაიწია.

როგორც tv4 -ისთვის გახდა ცნობილი, ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებები ქალაქში ექვსი სექტემბრის ნაცვლად, შვიდი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების პროცესში მოძრაობა ფეხით მოსიარულეებისთვისაც შეზღუდულია. კერძოდ, დილის 06:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობა ,უსაფრთხოების მიზნით, როგორც სატრანსპორტო საშუალებებისთვის,ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის არ არის დაშვებული . Tv4-ის ინფორმაციით, გადაადგილება 20:00 საათიდან, მხოლოდ ქვეითებს შეუძლიათ. ფორსაჟის გადაღებები სამ სექტემბერს დაიწყო და შვიდი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.გადაღებები მესხიშვილის ქუჩაზე, კერძოდ მესხიშვილი, თოდრიას წრე, თოდრიას 7 ნომრამდე ლოკაციებზე მიმდინარეობს.