რუსთავში 52 სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრისს მიიღებს

რუსთავში 52 სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრისს მიიღებს.დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ სპეციალური კომისიის სხდომაზე, გაირკვევა, რომელი ოჯახები დაკმაყოფილდებიან სოციალური საცხოვრისით .
სოციალური საცხოვრისის მიღების მსურველებისთვის ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, მათი სარეიტინგო ქულა 150 000 ქულამდე უნდა იყოს და რუსთავში უწყვეტად მინიმუმ 20 წელი უნდა ცხოვრობდნენ.

სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში, რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. 2019 წლის თებერვალში, მერის მრძანებით შეიქმნა ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მეირიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. 2018 წლის დეკემბერში, ქალაქის საკრებულომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა, განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც იმ ბენეფიციართა შერჩევა მოხდებოდა, რომელებიც შემდგომში სოციალური საცხოვრისით შეძლებდნენ სარგებლობას.
რუსთავში სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზუნველყოფა, სპეციალურად მათთვის მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული ფართით პირველად ხდება. საცხოვრისის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ფაქტიური ღირებულება 800 097 ლარია.