საბავშვო ბაღი გაქურდეს

საბავშვო ბაღი გაქურდეს.შემთხვევა ქუთაისში მოხდა. დაუდგენელმა პირები შენობაში სამზარეულოდან შევიდნენ. წაღებულია სამზარეულოს დანადგარები და ტექნიკა, ასევე ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.