სადახლოზე, წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,7-8 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართვლოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 9 140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, სომხეთის მოქალაქე ვ.დ.-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა“,-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.