სასკოლო სპორტული ოლიმპიადა რუსთავში

რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა. საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, მე-5 წელია ახორციელებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამას, რაც გულისსხმობს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასობრივ ჩართულობას სპორტულ აქტივობებში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მოიცავს შიდასასკოლო, მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს სპორტის შვიდ სახეობაში (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზრბენი).
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონები ევროპის და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრალურ ქალაქში ფედერაციის ორგანიზებით „სიმბოლური გარბენი“ გაიმართა.