საქართველოს სახელით მოასპარეზე მრბოლელებმა Pro-AM კლასში პირველი ადგილი დაიკავეს (+ფოტო)

გერმანიაში ჩატარებულ რბოლაში, (Lamborghini Super Trofeo Europe from Nuerburgring) რომლის მეხუთე ეტაპიც 31 აგვისტოსა და 1 სექტმებერს ჩატარდა, ორ რბოლაში საქართველოს სახელით მოასპარეზე შოთა აბხაზავამ და ჰერალდ შლიგელმილჩმა Pro-AM კლასში პირველი ადგილი, ხოლო საერთო შედეგში მეექვსე ადგილი მოიპოვეს.