სომხეთი-საქართველოს საზღვართან კიდევ ხუთი აფტერშოკი მოხდა

პირველი მიწისძვრის შემდეგ ,სომხეთი-საქართველოს საზღვართან კიდევ ხუთი აფტერშოკი მოხდა.ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პირველი მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 20:22 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან შვიდ კილომეტრში დაფიქსირდა .(5.2 მაგნიტუდის სიდიდის).

იმავე ეპიცენტრულ ზონაში მეორე მიწისძვრა 20:24 საათზე მოხდა (4.3 მაგნიტუდა), მესამე – 21:00 საათზე (3.6 მაგნიტუდა), მეოთხე – 21:13 საათზე (3.7 მაგნიტუდა), მეხუთე – 21:16 საათზე (3.7 მაგნიტუდა), მეექვსე – 21:19 საათზე (3.4 მაგნიტუდა).

სომხური მედიის ცნობით, ეპიცენტრი სოფელ ბავრასთან იყო, სადაც მოსახლეობა შეშინებულია, თუმცა მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.