სოფელ კალინინოში და სოფელ ჯანდარაში ახალი საბავშვო ბაღები საზეიმოდ გაიხსნა(+ფოტო)

სოფელ კალინინოში და სოფელ ჯანდარაში  ახალი საბავშვო ბაღები საზეიმოდ გაიხსნა. ბაღის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

აღნიშნულ სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებები ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. პატარები სკოლამდელი განათლების მიღებას  საკუთარ სოფლებში წელს პირველად შეძლებენ.

კალინინოს საჯარო ბაღი 3 ჯგუფზე და 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმდა დამატებით 15 ადგილობრივი კვალიფიციური კადრი. ჯანდარის საბავშვო ბაღი 2 ჯგუფს და 54 აღსაზრდელს მოიცავს, ბაღში დამატებით 12 ადგილობრივი დასაქმდა.

ბაღების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 546 000 ლარი გამოიყო.