სოფელ სინაგურში ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით , ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანა ხდება. უწყების ინფორმაციით  , ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის მხოლოდ ქვეითად ხდება და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის  შეღავათი იქნება.

„საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი. 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IPRM -ის ყველა მონაწილის ინფორმირება, ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები,” – აცხადებენ სუს-ში.