“ფორსაჟის” გადაღებების პროცესში მოძრაობა ფეხითმოსიარულეებსაც შეეზღუდებათ(+ფოტო)

„ფორსაჟი 9“-ის  გადაღებების პროცესში მოძრაობა ფეხით მოსიარულეებსაც შეეზღუდებათ.  კერძოდ, დილის 06:00-დან  20:00 საათამდე მოძრაობა ,უსაფრთხოების მიზნით, როგორც სატრანსპორტო საშუალებებისთვის,ასევე ფეხითმოსიარულეებისთვის შეზღუდული იქნება.

Tv4-ის ინფორმაციით, გადაადგილება 20:00 საათიდან, მხოლოდ ქვეითებს შეეძლებათ.
შეგახსენებთ, „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე) განხორციელდება.

როგორც ცნობილია, “Fast and Furious 9”-ის მორიგი ეპიზოდების გადაღებაში ვერტმფრენი ჩაერთვება. როგორც tv4-მა გაარკვია,  გადაღებები ხმაურიანი იქნება. გადაღებების პროცესში ქალაქში UROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენის, სროლების და შეჯახებების ხმებია მოსალოდნელი