ქალაქში პატარა გოგონების და ბიჭების სკულპტურები განთავსდება

ქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ახალი სკულპტურები გამოჩნდება. “რუსთავსერვის ცენტრი” სამუშაოებს ამ წუთებში აწარმოებს.აღნიშნული ინიციატივა , სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი გოროზიას ეკუთვნის. მისი ინფორმაციით, პატარა გოგონების  და ბიჭების სკულპტურები ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელებთან განთავსდება, რაც მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

სკულპტურები რუსთავში სამ საგანამანათლებლო დაწესებულებასთან , 22-ე,25-ე და 24-ე ქართული გიმნიაზიის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდება.