ქართველი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი სპორტსმენები ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი ევროპის ჩემპიონები არიან!

90 კგ წონით კადეგორიაში ლაშა ბექაურმა იაპონელი და რუსი მოწინააღმდეგე უკვე დაამარცხა და ოქროს მედლი უნგრელ როლანდ გოზთან ასპარეზობისას მოიპოვა, 100 კგ წონაში ილია სულამანიძემ იტალიელ კოსოვოელ, ლატვიელ და უნგრელ მოწინააღმდეგეთან მოახერხა გამკლავება და   ფინალში უკრაინელი  ევჰენი ვეჰარაც დაამარცხა, +100 კგ წონაში კი გელა ზაალიშვილმა  გერმანელ ერიკ აბრამოვი დაამარცხა და ოქროს მედალის მოპოვება შეძლო.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 ოქროსა (-90, -100, +100 კგ) და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მიხეილ ბექაური (-90 კგ) გახდა.