ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე „საზღვარი“ გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. ინფორმაციის შესახებ სააგენტო „რეს“-ი ცხინვალის КГБ-ზე დაყრდნობით იუწყება. მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობას და აქედან გამომდინარე, გართულებულ ოპერატიული მდგომარეობას“ ასახელებენ.

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს შორის გადამკვეთი პუნქტების ფუნქციონირება „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ , – განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.